Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღმოსავლეთ ავღანეთში ქალაქ ხოსტის მახლობლად


აღმოსავლეთ ავღანეთში ქალაქ ხოსტის მახლობლად

აღმოსავლეთ ავღანეთში ქალაქ ხოსტის მახლობლად
შეტაკება მოხდა მთავრობის ჯარსა და თალიბების რაზმს შორის. როგორც საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, შეტაკების დროს ავღანელი სამხედრო მოსამსახურე იქნა მოკლული, ხოლო ამერიკელი ჯარისკაცი დაიჭრა. იუწყებიან, რომ დღეს დილით, ამერიკის საბრძოლო შვეულმფრენებმა და ავიაგამანადგურებლებმა გაანადგურეს ის სახლი, რომელსაც თალიბებმა შეაფარეს თავი პარასკევს გვიან ღამით განხორციელებული თავდასხმის შემდეგ. ქალაქ ხოსტის გუბერნატორის წარმომადგენელმა ჰაითულა თანივალმა თქვა, რომ ჯერჯერობით არაა ცნობილი რამდენი ადამიანი იქნა მოკლული ხსენებული სახლის დაბომბვის შედეგად.
XS
SM
MD
LG