Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კოსტას სიმიტისმა დღეს


საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კოსტას სიმიტისმა დღეს პრაღაში განაცხადა,

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კოსტას სიმიტისმა დღეს პრაღაში განაცხადა,
რომ ორად გაყოფილი კუნძულ კვიპროსის პრობლემის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ გაეროს მიერ შემუშავებული გეგმით, რომელიც ამ კუნძულის გაერთიანებას ითვალისწინებს. ჩეხეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ შპიდლასთან მოლაპარაკების შემდეგ სიმიტისმა თქვა, რომ კვიპროსის პრობლემა გაეროს ეგიდით უნდა მოგვარდეს საერთაშორისო კანონის ჩარჩოებში. კვიპროსელი ბერძნების ლიდერმა ტასოს პაპადოპულოსმა მოიწონა გაეროს გენერალური მდივანის კოფი ანანის მიერ წარმოდგენილი გეგმა, მაგრამ კვიპროსელი თურქების ლიდერმა რაუფ დენქთაშმა იგი უარყო.
XS
SM
MD
LG