Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟურნალისტების უსაფრთხოების გაუმჯობესებაზე ახალი ორგანიზაცია იზრუნებს


ორგანიზაციას, რომელზეც ახლა გიამბობთ, ჯერ-ჯერობით არც თანამშრომლები ჰყავს და არც ოფისი, ან სახსრები გააჩნია. მაგრამ მისი დამფუძნებლები დარწუნებული არიან წამოწყებული საქმის

აუცილებლობაში და თავიანთი პოზიციის დასასაბუთებლად ერთ, მართლაც, შემაშფოთებელ ინფორმაციას იშველიებენ: ერაყში საბრძოლო მოქმედებების შედეგად 16ი ჟურნალისტია დაღუპული, ან უგზო-უკვლოდ დაკარგული, რაც მათი დაღუპულად ჩათვლის საფუძველს იძლევა. შესაბამისად, ახალი არასამთავრობო ორგანიზაციის, "საინფორმაციო უსაფრთხოების საერთაშორისო ინსტიტუტის" დამფუძნებლები თავიანთ ამოცანად მიიჩნევენ ჩვენი და ჩვენი კოლეგების იმაზე უკეთ დაცვას, ვიდრე ამას ჟურნალისტების აქამდე მოქმედი ორგანიზაციები ახერხებდნენ. და მაინც, ბევრს უჩნდება შეკითხვა, რა საჭიროა ახალი ორგანიზაცია მაშინ, როცა უკვე არსებობს "ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია", "პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი", "ჟურნალისტების დაცვის კომიტეტი"? ამ და ზოგიერთი სხვა შეკითხვით ჩვენი რადიოს თანამშრომელმა დონ ჰილმა მიმართა "საინფორმაციო უსაფრთხოების საერთაშორისო ინსტიტუტის" დამფუძნებელთა წარმომადგენელს, სარა დე ჯონს. მის მოსაზრებებს ... გაგაცნობთ.

თავდაპირველად ზოგადი ინფორმაცია, რომელიც სარა დე ჯონის აზრით, ჟურნალისტების უსაფრთხოების გაუმჯობესების აუცილებლობას ცხადჰყოფს:
"აშკარაა ჟურნალისტებს შორის მსხვერპლის მატება. ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის ხელთ არსებული მონაცემებით, 1990ი წლის შემდეგ 1200ზე მეტი ჟურნალისტი და მასმედიის მუშაკია მოკლული სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულების დროს. რასაკვირველია, ყველა ომში არ დაღუპულა. მაგრამ ომებში მოკლული ჟურნალისტების რიცხვი 280ს აღწევს, რომელთა უმრავლესობას ადგილობრივი ჟურნალისტები შეადგენენ".
ადგილობრივ ჟურნალისტებს შორის მსხვერპლის შემაშფოთებელი რაოდენობის გამო, სწორედ მათი დაცვის აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება ორი სტაჟიანი და ავტორიტეტიანი ორგანიზაციის, ბრიუსელში დაფუძნებული "ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის" დირექტორმა ეიდან უაიტმა და ვენაში განთავსებული "პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის" დირექტორმა იოჰან ფრიცმა, რომლებმაც თავი მოუყარეს საინფორმაციო საშუალებების ფართო კოალიციას. სარა დე ჯონის განმარტებით:

"ადგილობრივი ჟურნალისტებისაგან განსხვავებით უცხოელი კორესპონდენტები კონფლიქტის ზონაში ჩადიან და შეუძლიათ, უკან დაბრუნდნენ, ისევე როგორც შეუძლიათ, ისარგებლონ ზურგიდან დახმარებით- იქნება ეს სათანადო დაზღვევა და სათანადო მომზადება სახიფათო სიტუაციისათვის, თუ ტყვიაგაუმტარი ჟილეტი, სატელიტური ტელეფონი, დაჯავშნული ავტომანქანა - მოკლედ, ყველაფერი ის, რაც საჭიროა საქმის რაც შეიძლება უსაფრთხოდ გასაკეთებლად". ამიტომ, დასძენს დონ ჰილის თანამოსაუბრე
ნს050544 "საინფორმაციო უსაფრთხოების საერთაშორისო ინსტიტუტის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ინფორმაცია, და, იმედია, შეძლებისდაგვარად მალე, შესაბამისი ტრენინგი და აღჭურვილობა გავავრცელოთ მთელს მსოფლიოში, რაც მთავარია იმ კუთხეებში, სადაც ხელი არ მიუწვდებათ ასეთ ტრენინგზე, აღჭურვილობაზე, დაზღვევაზე და ა.შ. და ა.შ. "
მაგრამ რამდენად გამართლებულია ეჭვი, რომ ახალ ორგანიზაციას გაუჭირდება სარგებლის მოტანა, რახან უკვე არსებობს ჟურნალისტების უსაფრთხოებით დაკავებული არასამთავრობო ორგანიზაცია, ნიუ იორკში დაფუძნებული "ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი"?

ნს050545 "არა, სინამდვილეში ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი, ახალი ორგანიზაციის თანადამაარსებელიაო", ამბობს სარა დე ჯონი. "ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის" დირექტორის მოადგილე, ჯოელ სიმონი კი განმარტავს:
"ისინი ატარებენ უსაფრთხოების ტრენინგს, ჟურნალისტებს უსაფრთხოების მხრივ ეხმარებიან. ჩვენ კი მხარდამჭერ ფუნქციას ვკისრულობთ - ვაგზავნით წერილებს, ორგანიზაციას ვუწევთ პროექტებს პრესის თავისუფლების მრავალფეროვან საკითხებზე".

სიუჟეტი ახალ ორგანიზაციაზე, რომელიც მიზნად ისახავს ჟურნალისტებს უკეთ დაცვას, ... მოამზადა. მე კი დავძენ, რომ ორგანიზაციის თანამშრომლებით, ოფისითა და ბიუჯეტით უზრუნველყოფაზე ზრუნავს მისი ერთ-ერთი დამაარსებელი, "ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია".
XS
SM
MD
LG