Accessibility links

logo-print

შაბათს, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი


შაბათს, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი ისრაელში ჩავიდა,

შაბათს, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი ისრაელში ჩავიდა,
რათა ისრაელისა და პალესტინელთა ავტონომიის ხელმძღვანელობასთან "საგზაო რუკის" სახელით ცნობილი სამშვიდობო გეგმის პრაქტიკული განხორციელების შესაძლებლობა განიხილოს. ვიზიტის დაწყების წინ პაუელმა განაცხადა, რომ კონკრეტული ზომების მიღებას მოსთხოვს ორივე მხარეს, რათა ბოლო მოეღოს რეგიონში ტერორიზმსა და ძალადობას, ხოლო პალესტინელთა ტერიტორიებზე ჰუმანიტარული ვითარება გაუმჯობესდეს. პაუელი ისრაელის პრემიერ-მინისტრ არიელ შარონთან გამართავს მოლაპარაკებას, ხოლო კვირას, პალესტინელთა ავტონომიის მთავრობის მეთაურს მაჰმუდ აბასს შეხვდება.
XS
SM
MD
LG