Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უჩვეულოდ დაბალი იყო ამომრჩეველთა აქტიურობა


უჩვეულოდ დაბალი იყო ამომრჩეველთა აქტიურობა ლიტვაში, სადაც დღეს რეფერენდუმი გაიმართა ევროკავშირში ამ ქვეყნის გაწევრიანების თაობაზე.

უჩვეულოდ დაბალი იყო ამომრჩეველთა აქტიურობა ლიტვაში, სადაც დღეს რეფერენდუმი გაიმართა ევროკავშირში ამ ქვეყნის გაწევრიანების თაობაზე.
დღის ბოლოს, რეგისტრირებულ ამომრჩეველთა მხოლოდ ოც პროცენტზე ოდნავ მეტს ჰქონდა მიცემული ხმა. ლიტვის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ზენონას ვაიგაუსკასს მიაჩნია, რომ თუ კვირას, რეფერენდუმის მეორე დღეს ასეთივე დაბალი იქნება ამომრჩეველთა აქტიურობა, მაშინ არ იქნება გარანტირებული მიცემული ხმების აუცილებელი 50 პროცენტი. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, ლიტველების 65 პროცენტი მომხრეა ევროკავშირში გაწევრიანებისა, 13 პროცენტზე ოდნავ მეტი - წინააღმდეგია; დაახლოებით 20 პროცენტს გაურკვეველი პოზიცია უკავია.
XS
SM
MD
LG