Accessibility links

logo-print

ჰონ კონგის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა


ჰონ კონგის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა გამოაცხადეს, რომ აღმოაჩინეს საშუალება, რომელიც შესაძლოა ატიპური პნევმონიის წამალი გახდეს.

ჰონ კონგის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა გამოაცხადეს, რომ აღმოაჩინეს საშუალება, რომელიც შესაძლოა ატიპური პნევმონიის წამალი გახდეს.
ექიმი დევიდ ჰო, რომელიც შიდსის ვირუსის სპეციალისტია, იტყობინება, რომ სინთეტური პეპტიდები, რომლებიც ადამიანის იმუნოდეფიციტის ინფექციის მკურნალობისას გამოიყენება, ხელს უშლის უჯრედის დაავადებას მწვავე რესპირატორული ავადმყოფობით. ჰომ თავისი კვლევის შედეგები დღეს პრეს-კონფერენციაზე წარმოადგინა. მაგრამ მან აღნიშნა, რომ მუშაობა საწყის სტადიაზეა და ჯერ ძალზე ადრეა იმის თქმა, იქნება თუ არა ეს პრეპარატი გამოყენებული ატიპური პნევმონიით დაავადებულთა სამკურნალოდ.
XS
SM
MD
LG