Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპარლამენტო ფრაქცია ,,ტრადიციონალისტის" ლიდერი აკაკი


საპარლამენტო ფრაქცია ,,ტრადიციონალისტის" ლიდერი აკაკი ასათიანი აცხადებს, რომ სახელისუფლებო ბლოკის მიერ 2 ნოემბერს დანიშნული საპარლამენტო არჩევნების გაყალბების შემთხვევაში,

საპარლამენტო ფრაქცია ,,ტრადიციონალისტის" ლიდერი აკაკი ასათიანი აცხადებს, რომ სახელისუფლებო ბლოკის მიერ 2 ნოემბერს დანიშნული საპარლამენტო არჩევნების გაყალბების შემთხვევაში,
2-3 თვეში "სოციალური აჯანყება" დაიწყება და მათ ქვეყანა"თავზე დაემხობათ". დღეს სახელისუფლებო ბლოკის ,,ახალი საქართველოსთვის" შესაძლებლობები ძალიან გაზვიადებულია, უთხრა პრაიმ-ნიუსს აკაკი ასათიანმა და იქვე დასძინა, რომ დასავლეთი ძალიან სერიოზულად ჩაატარებს საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგს. აკაკი ასათიანის აზრით, არსებული ვითარებიდან გამომდინარე მხოლოდ ,,დემოკრატიული აღორძინების კავშირს" აქვს გარანტირებული მომავალ საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრა.
მან ეჭვი გამოთქვა ოპოზიციის გაერთიანების შესაძლებლობასთან დაკავშირებით, თუმცა აღნიშნა, რომ ტრაგიკულს ვერაფერს ხედავს ამაში.
XS
SM
MD
LG