Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გადადგა ერაყში შეერთებული შტატების წარმომადგენელი


გადადგა ერაყში შეერთებული შტატების წარმომადგენელი ბარბარა ბოდინი, რომელიც ბაღდადში ცხოვრების ნორმალიზაციისთვის იყო პასუხისმგებელი.

გადადგა ერაყში შეერთებული შტატების წარმომადგენელი ბარბარა ბოდინი, რომელიც ბაღდადში ცხოვრების ნორმალიზაციისთვის იყო პასუხისმგებელი.
უკანასკნელ ხანებში სულ უფრო ხშირად გაისმის კრიტიკა, რომ ერაყის დედაქალაქში დროზე არ ხდება სამოქალაქო სამსახურების აღდგენა. როგორც ვარაუდობენ, ბოდინის გადადგომით გამოწვეული არეულობა შესაძლოა შეეხოს ჯეი გარნერსაც, ამერიკის გადამდგარ გენერალს, რომელიც გასული თვიდან მოყოლებული ერაყის აღდგენისთვის არის პასუხისმგებელი. გასულ კვირაში შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ერაყის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა დაავალა პროფესიონალ დიპლომატს, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტს, პოლ ბრემერს. გარნერი მის დაქვემდებარებაში მოექცა.
XS
SM
MD
LG