Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიტვის საარჩევნო ხმის მქონე მოსახლეობის


ლიტვის საარჩევნო ხმის მქონე მოსახლეობის 60-მა პროცენტმა რეფერენდუმში მხარი დაუჭირა მისი ქვეყნის შესვლას ევროპის კავშირში.

ლიტვის საარჩევნო ხმის მქონე მოსახლეობის 60-მა პროცენტმა რეფერენდუმში მხარი დაუჭირა მისი ქვეყნის შესვლას ევროპის კავშირში.
დღეს რეფერენდუმის მეორე დღე გაიმართა. შაბათს კენჭისყრაში მონაწილეობა დაბალი იყო, რამაც ეჭვი გააჩინა, რომ შეიძლება არ ყოფილიყო მიღწეული კანონით დადგენილი 50-პროცენტიანი ზღვარი, რომელიც აუცილებელია რეფერენდუმის ჩატარებულად გამოცხადებისთვის. სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, ლიტველების დაახლოებით ორი მესამედი ევროპის კავშირში შესვლას უჭერს მხარს. ამგვარი რეფერენდუმები უკვე წარმატებით ჩატარდა ევროკავშირში შესვლის კანდიდატ ზოგ სხვა ქვეყანაშიც - უნგრეთში, მალტასა და სლოვენიაში.
XS
SM
MD
LG