Accessibility links

logo-print

ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები


ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები დღეს ჩინეთის გუანსის პროვინციაში ჩავიდნენ,

ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები დღეს ჩინეთის გუანსის პროვინციაში ჩავიდნენ,
რათა მწვავე რესპირატორული სინდრომის გავრცელების გარემოებები შეისწავლონ. ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, გუანსიში ე.წ. ატიპური პნევმონიის გავრცელების მიზეზად შეიძლება იქცეს ათასობით მიგრანტი მუშა-მოსამსახურე, რომლებმაც მაისის უქმე დღეები მეზობელ გუანდონგის პროვინციაში გაატარა. მწვავე რესპირატორული სინდრომით დაავადების პირველი შემთხვევა შარშან, ნოემბერში, სწორედ გუანდონგის პროვინციაში დაფიქსირდა. მას შემდეგ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ამ დაავადებით 550-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. დაავადებულთა რიცხვი 7000-ს აღემატება.
XS
SM
MD
LG