Accessibility links

logo-print

პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ამ ეტაპზე


პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ამ ეტაპზე მხარს არ უჭერს პარლამენტის რეფორმირებას,

პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ამ ეტაპზე მხარს არ უჭერს პარლამენტის რეფორმირებას,
ანუ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს გარდაქმნას ორპალატიან სტრუქტურად. როგორც შევარდნაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, საპარლამენტო ჯგუფებთან ერთად ბევრი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე პარლამენტში სენატისა და ქვედა პალატის ჩამოყალიბება მიზანშეწონილი არ არის. პრეზიდენტის თქმით, არ შეიძლება ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ არც აფხაზებს და არც ოსებს საქართველოს პარლამენტში მუშაობის შესაძლებლობა აღარ ექნებათ.
XS
SM
MD
LG