Accessibility links

logo-print

ოპოზიციის განცხადებას, თითქოს ხელისუფლება ქვეყანაში


ოპოზიციის განცხადებას, თითქოს ხელისუფლება ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობასა და საგანგებო ვითარების შემოღებას გეგმავდეს,

ოპოზიციის განცხადებას, თითქოს ხელისუფლება ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობასა და საგანგებო ვითარების შემოღებას გეგმავდეს,
"თითიდან გამოწოვილ ზღაპარს" უწოდებს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე. ორშაბათის რადიოინტერვიუში შევარდნაძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მიღწევას თავად ოპოზიცია ცდილობს, "რაკი გამარჯვების იმედი არა აქვს". პრეზიდენტის თქმით, "უპირველესად სწორედ ხელისუფლებაა დაინტერესებული, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს არაეგზალტირებულ ვითარებაში, ყოველგვარი ისტერიკის, მანიაკალური ურთიერთობებისა და ამომრჩეველთა მოსყიდვის, შანტაჟისა და დაშინების გარეშე". შევარდნაძეს მაგალითად მოჰყავს პერიოდი, როცა ქვეყანაში საომარი ვითარება იყო და როცა ის ადამიანები, ვინც დღეს ოპოზიცია, მისგან საგანგებო ვითარების გამოცხადებას მოითხოვდნენ.
XS
SM
MD
LG