Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ახლო აღმოსავოთში მოგზაურობამ სამშვიდობო პროცესი უნდა აღადგინოს


ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესის აღდგენის მიზნით, ისრაელსა და პალესტინელთა ტერიტორიებს ესტუმრა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი, რომელიც დაპირისპირებულ

მხარეთა ლიდერებთან საუბრის შემდეგ, ორშაბათს ეგვიპტეში ჩავიდა.
კოლინ პაუელი ეგვიპტეში ამ ქვეყნის ხელმძღვანელობას ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმის, "საგზაო რუკად" თუ "გზამკვლევად" წოდებული წინადადებების პაკეტზე ესაუბრა. ეგვიპტის გაზეთები, იუწყება გერმანიის საინფორმაციო სააგენტო "დე-პე-ა," ისრაელის ხელისუფლებთან შეხვედრის შედეგებზე უარყოფითად ლაპარაკობდნენ. აქვე გეტყვით, რომ ამ გეგმით, სხვათა შორის, გათვალისწინებულია ისრაელის მიერ პალესტინელთა ტერიტორიაზე ებრაელთა დასახლებების მშენებლობის შეწვეტა. ამაზე თავის ამასწინანდელ გამოსვლაში ჯორჯ ბუშმაც ილაპარაკა, როგორც გეგმის განუყოფელ ნაწილზე. ისრაელის მთავრობამ ორშაბათს გამოაცხადა, რომ შარონმა პაუელთა საუბრისას ამერიკელ სტუმარს განუცხადა, რომ ამ დასახლებებში, ისრაელთა უკვე მესამე თაობა ცხოვრობს და ისინი ბუნებრივი რიტმით გაიზრდებიან. სამშვიდობო გეგმა, რომელიც აშშ-მა, გაერომ, ევროპის კავშირმა და რუსეთმა შეიმუშავეს 2005 წლისთვის პალესტინელთა სახელმწიფოს შექმნას ითვალისწინებს, მანამდე კი ორივე მხარემ არაერთი ნაბიჯი უნდა გადადგას. სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა თქვა, ისრაელის და პალესტნელთა ლიდერების შეხვდრის შემდეგ, რომ დროა დავიწყოთ მოლაპარაკება: [პაუელის ხმა] "საგზაო რუკის თაობაზე ორივე მხარესთან ამომწურავი საუბარი მქონდა. ისრაელის მხარისგან ველოდებით შენიშვნებს, რომლებსაც განვიხილავთ. ორივე მხარეს ერთმანეთთან საუბარი სჭირდება. ორივე მხარეს აქვს საკმარისი ნება და საკმარისი სურვილები, ისე, რომ შეიძლება ახლა დაწყება. როგორც ვთქვი, ახლა დავიწყოთ. არ დავკარგოთ კიდევ ერთი დღე. არ დავკარგოთ კიდევ ერთი შეხვედრა. შევუდგეთ საჭირო მოქმედებას."
კოლინ პაუელის ამ შეხვედრებს მცირე საგულისხმო შედეგი ჰქონდა. სახელმწიფო მდივანმა ისრაელის ხელისუფალთ სთხოვა გაუმჯობებესება პალესტნელთა საარსებო პირობებისა, რომლებიც ისრაელის მიერ პალესტინელთა ტერიტორიებს აგერ უკვე ორწელიწადნავხევარზე მეტი ხნის ოკუპაციის გამო ერთობ გაუარესდა. არიელ შარონმა პაუელს რაც შესთავაზა, პალესტინელთა მხარის მიერ უარყოფითად იქნა შეფასებული. პაუელმა პალესტინელებს შეიარაღებულ ექსტრემისტთა განიარაღება მოსთხოვა შეხვედრაზე, რომელიც პრემიერ- მინისტრ მაჰმუდ აბასთან გაიმართა. აბასის თანახმად, პალესტინელთა ავტონომია დიალოგის მომხრეა და არა კონფრონტაციისა, მაგრამ, როგორც პალესტინელთა საგარეო საქმეთა მინისტრმა ნაბილ შაათმა თქვა, ამ ფორმულას ისრაელი არ იზიარებს. პალესტინელთა ადმინისტრაციის სხვა მაღალი რანგის წარმომადგენელმა პალესტნელთა იმედგაცრუება გამოხატა იმის გამო, რომ პაუელი არ მოითხოვს ისრაელისგან ზემოთხსენებული გეგმის აღიარებას. ამის ნაცვლად, თქვა მან, "მოლაპარაკების დაწყებისთვის საკმარის შეთანხმებაზე" ლაპარაკობენ. ისრაელის წარმომადგენელმაც აღიარა, რომ პაუელი შარონმა ზეწოლას არ ახდენს ამ გეგმის აღიარების მხრივ. იერიქონში კოლინ პაუელის შეხვედრა მაჰმუდ აბასთან სიმბოლურად ეჩვენება "ვაშინგტონ პოსტს", რომელიც მკითხველს შეხვედრის ადგილის გარშემო არსებულ ვითარებას აღუწერს: სასტუმრო, სადაც აბასი და პაუელი საუბრობდნენ, დახურული იყო, დაიხურა მისი კაზინოც, გარშემო უსაფრთხოების უკიდურესი ზომა იქნა მიღებული, ქალაქი ისრაელის არმიის საგუშაგოებით და დამცველი თხრილებითაა გარშემორტყმული. შეხვედრა რამალიდან იერიქონში გადაიტანეს რადგან ისრაელის ციხეებში მყოფი პალესტინელების ნათესავები უკმაყოფილო იყვნენ იმ ფაქტით, რომ პაუელი იასირ არაფატს არ შეხვდა და ქალაქში გამოსვლა მოაწყვეს. ორშაბათს გამოცხადდა, რომ ისრაელის და პალესტინელთა უშიშროების სფეროს წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვედნენ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ. ისრაელმა ორშაბათს ნება დართო 25 ათას პალესტინელს ისრაელში თავის საქმიანობას დაბრუნებოდნენ. გარდა, კეთილი ნების გამოხატვის მიზნით, ისრაელი 180 პალესტინელი პატიმრის განთავისუფლებაზე არის თანახმა. და ბოლოს: ისრაელის პრემიერი სულ მალე აპირებს ვაშინგტონში ჩასვლას, მანამდე კი ის და მაჰმუდ აბასი პირველ შეხვედრას გამართავენ.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG