Accessibility links

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა პალესტინელებისა და ისრაელის ლიდერებს მოუწოდა,

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა პალესტინელებისა და ისრაელის ლიდერებს მოუწოდა,
დაუყოვნებლივ განაახლონ სამშვიდობო პროცესი. პაუელი დღეს ქაიროში შეხვდა ეგვიპტის პრეზიდენტს ჰოსნი მუბარაქს და საგარეო საქმეთა მინისტრს აჰმედ მაჰერს. მოლაპარაკების შემდეგ ვაშინგტონის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ კონფლიქტში დაპირისპირებულმა მხარეებმა უნდა გამოიყენონ მშვიდობის აღდგენის შანსი, რომელიც მათ სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობის შემდეგ მიეცათ. ჰუსეინი ისრაელის სახელმწიფოს დაუძინებელი მტერი იყო. "გზამკვლევად" წოდებული სამშვიდობო გეგმა მუბარაქმა დღეს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორთან, ხავიერ სოლანასთან შეხვედრაზეც განიხილა. გუშინ მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ისრაელი მოქალაქე მოკლეს. პასუხად ისრაელის ჯარმა მთლიანად ჩაკეტა ღაზის სექტორი. მხარეთა შორის გაჩაღებულ სროლაში სამი პალესტინელი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG