Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საუდის არაბეთის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა გამოაცხადეს


საუდის არაბეთის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა გამოაცხადეს, რომ ელ რიადში უცხოელთა სამ საცხოვრებელ შენობაზე თვითმკვლელთა ერთდროული თავდასხმის შედეგად დაიღუპა 29 ადამიანი,

საუდის არაბეთის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა გამოაცხადეს, რომ ელ რიადში უცხოელთა სამ საცხოვრებელ შენობაზე თვითმკვლელთა ერთდროული თავდასხმის შედეგად დაიღუპა 29 ადამიანი,
მათ შორის 9 თავდამსხმელი. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, ასაფეთქებელი მოწყობილობით დაიტვირთული მანქანებით მოწყობილ ამ აქტს, 7 ამერიკელი, 7 საუდის არაბეთის, ორი იორდანიის, ორი ფილიპინების, ორ ლიბანის და ორი შვეიცარიის მოქალაქე შეეწირა. თვითმკვლელმა შეირაღებულმა პირებმა სროლით გაიკვლიეს გზა შენობებამდე, სადაც აფეთქება მოაწყვეს.
ტერაქტები მოხდა რამდენიმე საათით ადრე, ვიდრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი იქ ჩავიდოდა. აშშ-ის პრეზიდენტმა დაგმო ეს აქტი და თქვა, რომ ამერიკა მოძებნის დამნაშავეებს და გაასამართლებს. ჯორჯ ბუშის თანახმად, ეს კიდევ ერთხელ გვახსნებს, რომ ტერორთან ომი გრძელდება.
ტერორისტული აქტები დაგმობილ იქნა მსოფლიოს პოლიტიკოსების, სხვათა შორის გაეროს გენერალური მდვინის კოფი ანანის მიერ. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორმა ხავიერ სოლანამ იორდანიის დედაქალაქ ამანში თქვა, რომ ეს თავდასხმა ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობას და კეთილდღეობას ავნებს. გერმანიის საგარეო საქმეთა მანისტრმა იოშკა ფიშერმა განაცხადა, ეს აქტი ადასტურებს, რომ საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლა უნდა გაძლიერდესო. ელ რიადის ტერაქტები დაგმეს არაბულმა ქვეყნებმა.
XS
SM
MD
LG