Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში, ქაბულის ჩრდილოეთით, შამალის დაბლობზე


ავღანეთში, ქაბულის ჩრდილოეთით, შამალის დაბლობზე, უცნობმა შეირაღებულმა პირებმა,

ავღანეთში, ქაბულის ჩრდილოეთით, შამალის დაბლობზე, უცნობმა შეირაღებულმა პირებმა,
ავღანეთში განთავსებულ საერთაშორისო სამშვიდობო ჯარისკაცებს სროლა აუტეხეს, რის შედეგადაც დაიჭრა ორი ნორვეგიელი ჯარისკაცი. ჯარის წარმომადგენლის, პოლკოვნიკ ტომას ლიობერინგის თანახმად, ნორვეგიელების პატრულს, ქაბულსა და ბაღრამის აეროპორტს შორს ესროლეს. ცნობის თანახმად, ერთ-ერთი დაჭრილი მძიმედაა, მეორის მდგომარეობა უკეთესია. გაეროს მანდატით ახლა ავღანეთში 4700 უცხოელი ჯარისკაცი იმყოფება. ისინი ავღანეთის მთავრობას უწევენ დახმარებას ქაბულსა და მის მიმდებარე არეალში.
XS
SM
MD
LG