Accessibility links

logo-print

ჩინეთმა გამოაცხადა, რომ აპირებს კონსტრუქციული


ჩინეთმა გამოაცხადა, რომ აპირებს კონსტრუქციული პოზიცია დაიკავოს ერაყის შესახებ გაეროში აშშ-ის მიერ წარდგენილი რეზოლუციის

ჩინეთმა გამოაცხადა, რომ აპირებს კონსტრუქციული პოზიცია დაიკავოს ერაყის შესახებ გაეროში აშშ-ის მიერ წარდგენილი რეზოლუციის
პროექტის მიმართ. საგარეო საქმეთა წარმომადგენელმა ჟან სიუმ თქვა, რომ ყოველგვარი გადაწყვეტილება ერაყელთა ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს. დღესვე საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ დე ვილპენმა ეჭვქვეშ დააყენა ამ რეზოლუციის პროექტის ზოგიერთი ელემენტი, რომლებიც, მისი აზრით, აშშ-ს ერაყის სანავთობო მრეწველობაზე ფართო კონტროლის საშუალებას მისცემს. დე ვილპენის თქმით, გაეროს და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტებს მეტი მოქმედების საშუალება უნდა მიეცეთ. ამ რეზოლუციის განხილვა პარასკევს შედგება. გუშინ გვიან ბრიტანეთის თავდაცვის მინიმტრამ ჯეფ ჰუნმა თქვა, რომ აშშ და ბრიტანეთი საჭიროებს გაეროს მანდატს, რათა ჩამოყალიბდეს ერაყის ახალი მთავრობა.
XS
SM
MD
LG