Accessibility links

logo-print

რუსეთის და ნატოს წარმომადგენლებმა მოსკოვში


რუსეთის და ნატოს წარმომადგენლებმა მოსკოვში გამართეს შეხვედრა.

რუსეთის და ნატოს წარმომადგენლებმა მოსკოვში გამართეს შეხვედრა.
ეს შეხვედრა ელჩების დონეზე გაიმართა და რუსეთისა და ალიანსის ერთი წლის წინ შექმნილი საბჭოს სხდომას წარმოადგენს. ნატოს გენერალურმა მდივანმა ჯორჯ რობერტსონმა გახსნა საბჭოს შეხვედრა და თქვა, რომ რუსეთსა და ნატოს ახლა ისე სჭირდებათ ერთმანეთი, როგორც არასოდეს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ივანოვი დაეთანხმა სტუმარს. მან თქვა, რომ ევროპის უსაფრთხოების საქმეში თანამშრომლობა განსაკუთრებთ საჭიროა ახლა.
ორმხრივ კმაყოფილებასთან ერთად, რუსეთის ოფიციალურმა პირებმა თავიანთი ძველი შეშფოთება გაიმეორეს ნატოს ახალ წევრ, რუსეთის მეზობელ ქვეყნებში ნატოს ჯარის განთავსების გამო. ნატო-რუსეთის საბჭო შეიქმნა იმ მიზნით, რომ რუსეთსს ხმა მისცემოდა ალიანსში, რომელსაც გაფართოების შემდეგ 7 ყოფილ კომუნისტური ქვეყანა დაემატება.
XS
SM
MD
LG