Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პრეზიდენტი მოჰამად ხათამი დღეს


ირანის პრეზიდენტი მოჰამად ხათამი დღეს ლიბანში, ბეირუთის სტადიონზე მოწოდებით გამოვიდა ახლო აღმოსავლეთში

ირანის პრეზიდენტი მოჰამად ხათამი დღეს ლიბანში, ბეირუთის სტადიონზე მოწოდებით გამოვიდა ახლო აღმოსავლეთში
სამართლიანობასა და თანამშრომლობაზე დამყარებული მშვიდობისკენ. მან ისეთი ქმედებების თაობაზე გამოთქვა გაფრთხილება, რომლებიც გაამწვავებენ მდგომარეობას რეგიონში. ხათამიმ თქვა, რომ ერაყში ჰუსეინის რეჟიმის დამხობა ერაყელ ხალხს და რეგიონს იმედს აძლევს, მაგრამ იქვე, ხათამიმ გაფრთხილება გამოთქვა ერაყში აშშ-ის ყოფნასთან დაკავშირებით, რომ ერაყი არ მოხვდეს სხვაგვარი ჩაგვრის ქვეშ. მოჰამად ხათამი დღეს ბეირუთში "ჰეზბოლას" შეირაღებული გაერთიანების მეთაურს შეიხ ჰასან ნასრალას შეხვდა. ნასრალამ განაცხადა შეხვედრის შემდეგ, რომ მისი შიიტი მებრძოლები, იმის მიუხედავად, რომ აშშ ზეწოლას უწევს ირანს და სხვა მხარდამჭერებს, დაასრულონ "ჰეზბოლასთვის" ხელის შეწყობა, არ დანებდებიან. მან მადლობა გადაუხადა ხათამის იმისათვის, რომ ირანი ეხმარებოდა ლიბანს ისრაელის მიერ ოკუპაციის 22 წლიან პერიოდში, რომელიც 2000 წლს დასრულდა. ნასრალამ მოუწოდე არაბებს, პალესტინელებს ერთობისაკენ. ეს იყო ირანის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი ლიბანში 1979 წელს ისლამური რევოლუციის შემდეგ.
XS
SM
MD
LG