Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადიდან ას კილომეტრზე აღმოჩენილი მასობრივი


ბაღდადიდან ას კილომეტრზე აღმოჩენილი მასობრივი საფლავი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ერაყის წინააღმდეგ სამხედრო აქცია

ბაღდადიდან ას კილომეტრზე აღმოჩენილი მასობრივი საფლავი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ერაყის წინააღმდეგ სამხედრო აქცია
გამართლებულია, განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა. ანალოგიური განცხადება გააკეთა დღეს ერაყის ეროვნული კონგრესის ხელმძღვანელმა აჰმად ჩალაბიმ, რომელმაც სამარხი მოინახულა. როგორც ვარაუდობენ, მასში დამარხულია 11 ათასამდე ადამიანი. ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია "ჰიუმენ რაიტს უოჩის" თანახმად, ეს არიან 1991 წლის შიიტების აჯანყების მსხვერპლნი. ამჟამად დაღუპულთა ნათესავები და ახლობლები ცდილობენ, ამოიცნონ ნეშტები. დღეს სამარხის ადგილზე ჩავიდნენ შეერთებული შტატების ქვეითი ჯარები. ტონი ბლერის თქმით, კოალიციის ჯარები ყოველ ღონეს იხმარენ, რომ დაადგინონ, ვინ ჩაიდინა ეს ბოროტმოქმედება.
XS
SM
MD
LG