Accessibility links

logo-print

ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრის ლუი


ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრის ლუი მიშელის აზრით, ერაყში შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების სარდლის, გენერალ ტომი ფრენკსის წინააღმდეგ სარჩელი სამხედრო დანაშაულში ბრალდებით,

ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრის ლუი მიშელის აზრით, ერაყში შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების სარდლის, გენერალ ტომი ფრენკსის წინააღმდეგ სარჩელი სამხედრო დანაშაულში ბრალდებით,
რომელიც დღეს იქნა შეტანილი ბრიუსელის სასამართლოში, კანონის დარღვევაა. მინისტრის სიტყვებით, ბელგია საკუთარ თავზე არ იღებს შეერთებულ შტატებთან დაკავშირებული საქმეების განხილვას. ფრენკსის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა 19-მა ერაყელმა, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ამერიკის კასეტის ბომბებისა და შეერთებული შტატების ჯარების მიერ სასწრაფო დახმარების მანქანებისთვის ცეცხლის გახსნის მსხვერპლი გახდნენ. ბელგიის კანონმდბელობის თანახმად, სასამართლოებს უფლება აქვთ საერთაშორისო სამართლის მიხედვით სარჩელების განხილვა განურჩევლად იმისა, სად იქნა ჩადენილი დანაშაული.
XS
SM
MD
LG