Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში ერთდღიანი ვიზიტით ჩასულმა ნატოს


თბილისში ერთდღიანი ვიზიტით ჩასულმა ნატოს გენერალურმა მდივანმა ჯორჯ რობერტსონმა ოთხშაბათს, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტარებთან დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრაზე,

თბილისში ერთდღიანი ვიზიტით ჩასულმა ნატოს გენერალურმა მდივანმა ჯორჯ რობერტსონმა ოთხშაბათს, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტარებთან დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრაზე,
ნატოში საქართველოს გაწევრიანების თვალსაზრისით, ყურადღება ქვეყნის თავდაცვის სფეროსა და მმართველობის ინსტიტუციონალური რეფორმების გააქტიურების მნიშვნელობაზე გაამახვილა. შეხვედრაზე ნატოს გენმდივანი მიესალმა საქართველოს სწრაფვას ნატოში გაწევრიანებისაკენ, თუმცა აღნიშნა, რომ ზემოხსენებული რეფორმები არასაკმარისი ტემპებით მიმდინარეობს. რობერტსონის აზრით, ნატოში გასაწევრიანებლად ბევრი რამ ,,თავად საქართველოს გასაკეთებელია". მანამდე რობერტსონი შეხვედა საქართველოს პრეზიედნტს ედუარდ შევარდნაძეს, რომელმაც მას უთხრა, რომ სამთავრობო კომისიას დაავალა ნატოსთან და ევროპის კავშირთან ურთიერთობის გაღრმავებაზე მუშაობა. ნატოს გენმდივანი საქართველოს შემდეგ სომხეთში სტუმრობს.
XS
SM
MD
LG