Accessibility links

logo-print

ქართველმა მესაზღვრეებმა დააკავეს მშრალტვირთმზიდი ,,სელიმ


ქართველმა მესაზღვრეებმა დააკავეს მშრალტვირთმზიდი ,,სელიმ - 1", რომელიც თურქული დროშის ქვეშ აფხაზეთიდან ხე-ტყის მასალებით

ქართველმა მესაზღვრეებმა დააკავეს მშრალტვირთმზიდი ,,სელიმ - 1", რომელიც თურქული დროშის ქვეშ აფხაზეთიდან ხე-ტყის მასალებით
დატვირთული მიცურავდა. ამის შესახებ ოთხშაბათს აცნობა სააგენტო პრაიმ-ნიუსს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა შალვა ლონდარიძემ. მისი თქმით, გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში უკანონოდ შევიდა. დღეისათვის, მშრალტვირთმზიდი ფოთში იმყოფება, მიმდინარეობს მოკვლევა, რის შემდეგაც საქმე სასამართლოს გადაეცემა, - თქვა შალვა ლონდარიძემ. მოქმედი კანონმდებლობით, ჯარიმის სახით, გემს 50 ათასიდან 200 ათასამდე ლარის გადახდა დაეკისრება.
XS
SM
MD
LG