Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არის თუ არა საჭირო პრეზიდენტის უფლების შეზღუდვა, რომელიც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას უკავშირდება


"ახალი მემრჯვენეები" საგანგებო მდგომარეობის

შემოღებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის საკონსტიტუციო უფლების შეზღუდვის ინიციატივით გამოდიან. მოტივი - არჩევნების ჩაშლის მიზნით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ეჭვია, რასაც, სახელისუფლებო ბლოკში უსაგნოს და თითიდან გამოწოვილს უწოდებენ. ასეა თუ ისე, ახალი მემრჯვენეების ინიციტიავა კონსტიტუციაში ცვლილების შეტანისკენ არის მიმართული და, ძალიან, საეჭოა, მას მომავალი ჰქონდეს. კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ან მის ნაწილში საგანგებო მდგომარეობას აცხადებს და ეს გადაწყვეტილება დასამტკიცებლად პარლამენტში 48 საათის განმავლობაში შეაქვს. დამტკიცებას კი 118 დეპუტატის ხმა ესაჭიროება. "ახლები," სწორედ, ამ პროცედურის გართულებას ითხოვენ, რასთან დაკავშირებითაც, ეკა წამალაშვილმა სადისკუსიო მაგიდასთან " ახალი მემარჯვენეებიდან" ფიქრია ჩიხრაძე, სახელისუფლებო ბლოკიდან კი ზაქარია ქუცნაშვილი მიიწვია.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG