Accessibility links

logo-print

ჩეჩნეთში სულ ცოტა 14 ადამიანი


ჩეჩნეთში სულ ცოტა 14 ადამიანი დაიღუპა და 150-მდე დაიჭრა, აქედან 45 მძიმედ, ძლიერი აფეთქების შედეგად გუდერმესის რაიონის სოფელ ილისხან-იურტის მახლობლად.

ჩეჩნეთში სულ ცოტა 14 ადამიანი დაიღუპა და 150-მდე დაიჭრა, აქედან 45 მძიმედ, ძლიერი აფეთქების შედეგად გუდერმესის რაიონის სოფელ ილისხან-იურტის მახლობლად.
თვითმკვლელმა ქალმა ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა რელიგიური დღესასწაულის დროს, რომელსაც 15 ათასამდე ადამიანი ესწრებოდა. სპეცსამსახურების მონაცემებით, აფეთქება მოხდა იმ მომენტში, როცა ქალი შეეცადა მიეღწია ტრიბუნამდე, სადაც იმყოფებოდა ჩეჩნეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აჰმად კადიროვი. რესპუბლიკის ხელმძღვანელთაგან არავინ დაზარალებულა. დაიღუპა დაცვლის ბევრი თანამშრომელი.
XS
SM
MD
LG