Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის ჯარებმა ფართომასშტაბიაინი იერიში წამოიწყეს


ისრაელის ჯარებმა ფართომასშტაბიაინი იერიში წამოიწყეს ღაზის სექტორში. შედეგად 5 პალესტინელი დაიღუპა.

ისრაელის ჯარებმა ფართომასშტაბიაინი იერიში წამოიწყეს ღაზის სექტორში. შედეგად 5 პალესტინელი დაიღუპა.
ასევე ხუთშაბათს ათასობით პალესტინელმა საპროტესტო გამოსვლებით აღნიშნა ისრაელის დაარსების დღე, რომელსაც ისინი "ნაკბას", ანუ კატასტროფას უწოდებენ. ისრაელი 1948 წელს დაარსდა. პალესტინელების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 5 ადამიანი, მათ შორის 3 მოზარდი დაიღუპა და 20 დაშავდა ურთიერთსროლის დროს, როცა ისრაელის 50-მა ტანკმა და საბრძოლო შვეულმფრენებმა შეუტიეს ქალაქ ბეით ჰანუნს. ისრაელის სამხედროების განმარტებით, დაიწყო ფართომსაშტაბიანი ოპერაცია ბოლოდროინდელი თავდასხმების მოწყობაში ეჭვმიტანილი პალესტინელების შესაპყრობად. ღაზაში 6 000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. ისინი დროშებს აფრიალებდნენ და ლოზუნგებს გაჰყვიროდნენ, შენიღბული მამაკაცები ავტომატებით ჰაერში ისროდნენ. პალესტინელების ლიდერმა იასირ არაფატმა სატელევიზიო მიმართვაში მკაცრად გააკრიტიკა "შეთქმულება", მიმართული პალესტინელების სამშვიდობო ძალისხმევის წინაღამდეგ. მისი სიტყვებით, მშვიდობა შეუძლებელია ისრაელის ჯარების ოკუპირებული ტერიტორიებიდან გასვლისა და იქ აგებულ დასახლებებზე უარის გარეშე.
XS
SM
MD
LG