Accessibility links

logo-print

ბრიტანელმა სამხედროებმა ერაყის ქალაქ უმ


ბრიტანელმა სამხედროებმა ერაყის ქალაქ უმ ყასრზე კონტროლი ოფიციალურად გადააბარეს ერაყელების საქალაქო საბჭოს.

ბრიტანელმა სამხედროებმა ერაყის ქალაქ უმ ყასრზე კონტროლი ოფიციალურად გადააბარეს ერაყელების საქალაქო საბჭოს.
ბრიტანელმა სარდალმა, პოლკოვნიკმა პიტერ ჯონსმა ერაყელებს სამოქალაქო მმართველობა ჩააბარა ბრიტანეთის ჯარების შტაბბინაში გამართულ ცერემონიაზე. ჯონსის სიტყვებით: [ჯონსის ხმა] "ეს იქნება პასუხისმგებლობის გადაბარება დიდი ცერემონიის, გასაღების ჩაბარების გარეშე. ეს არის უბრალოდ ფაქტი, რომ ერაყელები ახლა თავად აგებენ პასუხს თავიანთ ბედზე, რაც ალბათ პირველად ხდება 35 წლის მანძილზე. აქამდე მათ არ ჰქონდათ საკუთარი ქალაქის მართვის შესაძლებლობა." ერაყელების საბჭოს წევრები მოხალისეები არიან, მათ შორის ადგილობრივი სასულიერო პირები და სხვადასხვა პროფესიის ადამიანები. არჩევნები ახალი საბჭოს შესადგენად ერთი კვირის მანძილზე გაიმართება. ბრიტანელი ჯარისკაცები კი განაგრძობენ ქალაქში უშიშრობაზე ზრუნვას.
XS
SM
MD
LG