Accessibility links

logo-print

ნატოს გენერალური მდივანი ჯორჯ რობერტსონი


ნატოს გენერალური მდივანი ჯორჯ რობერტსონი ბაქოში ჩავიდა საქართველოსა და სომხეთში ვიზიტების შემდეგ.

ნატოს გენერალური მდივანი ჯორჯ რობერტსონი ბაქოში ჩავიდა საქართველოსა და სომხეთში ვიზიტების შემდეგ.
აზერბაიჯანის ხელმძღვანელობის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებზე განიხილეს ნატოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის განმტკიცების საკითხები. აზერბაიჯანი, ისევე როგორც საქართველო, ნატოს სამშვიდობო პარტნიორობის გეგმაში მონაწილეობს. ბაქოში ჩასვლის შემდეგ რობერტსონმა აღნიშნა, რომ ნატო მიესალმება აზერბაიჯანის მისწრაფებას ნატოში გაწევრიანებისაკენ, მაგრამ, ასევე რობერტსონის სიტყვებით, ამ მიზნის მისაღწევად ბაქოს გრძელი გზა აქვს გასავლელი. ბაქოში ჩასვლამდე ჯორჯ რობერტსონმა ერევანში, სომხეთის ფრანგული უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი მეტად მნიშვნელოვანი არიან ალიანსისთვის. ამის შესახებ იუწყება საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ-ნიუსის" ერევნელი კორესპონდენტი.
XS
SM
MD
LG