Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტერორიზმის საფრთხესთან დაკავშირებით შეჩერდება ყველა


ტერორიზმის საფრთხესთან დაკავშირებით შეჩერდება ყველა ბრიტანული ავიახაზის ფრენა კენიაში.

ტერორიზმის საფრთხესთან დაკავშირებით შეჩერდება ყველა ბრიტანული ავიახაზის ფრენა კენიაში.
ბრიტანეთის მთავრობის ეს გადაწყვეტილება მოჰყვა კენიის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებას, რომლის მიხედვით, ტერორისტულ ორგანიზაცია "ალ-ყაიდის" ერთ-ერთ ხელმძღვანელად მიჩნეული პირი, ფაზულ აბდულა მოჰამედი შესაძლოა, მეზობელ სომალიაში იმყოფებოდეს. კენიის ეროვნული უშიშროების მინისტრ კრის მურუნგაროს თქმით, უშიშროების ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი მას შემდეგ, რაც ფაზულ აბდულა მოჰამედი მოგადიშუში დაინახეს. მოჰამედი ეჭვმიტანილია 1998 წელს მოწყობილ აფეთქებასთან კავშირში. ამ აფეთქებამ ნაირობიში აშშ-ის საელჩოში 224 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ხუთშაბათს ტერორიზმის პრობლემაზე განცხადებები გააკეთეს აგრეთვე რუმინეთმა და ლიბანმა. ამ ინფორმაციით, ბოლო დროს ორივე ქვეყანაში აღკვეთილ იქნა ტერორისტული თავდასხმები. რუმინეთის დაზვერვის სამსახურის განცხადებით, მან ერაყში ომის დაწყებამდე შეიტყო, რომ ერაყის წარმომადგენლები გეგმავდნენ იერიშებს რუმინეთში აშშ-ისა და ისრაელის საელჩოებზე. საპასუხოდ რუმინეთმა ქვეყნიდან გააძევა 10 ერაყელი დიპლომატი და კიდევ 31 ადამიანი. ლიბანელი სამხედროები კი იუწყებიან, რომ დააპატიმრეს 9 ადამიანი, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან ამერიკულ საელჩოზე თავდასხმისა და ადამიანების გატაცების დაგეგმვაში.
XS
SM
MD
LG