Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის მთავრობებმა


საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის მთავრობებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომელიც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის მშენებლობის პროცესში ეკოლოგიისა და ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფას

საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის მთავრობებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომელიც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის მშენებლობის პროცესში ეკოლოგიისა და ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფას
ისახავს მიზნად. დეკლარაციას სამივე ქვეყანაში ერთდროულად მოეწერა ხელი. ბრიტიშ პეტროლიუმის წარმომადგენელმა დევიდ ვუდვორდმა განაცხადა, რომ სამი ქვეყნის მთავრობებმა ყურად იღეს გარემოსა და ადამიანის უფლებათა დამცველთა მოთხოვნები და ხელი მოაწერეს დოკუმენტს. ვუდვორდის თქმით, მილსადენის პროექტში მონაწილე ყველა მხარე მოწადინებულია მშენებლობაცა და მოგვიანებით კი მილსადენის მუშაობაც უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით წარიმართოს.
XS
SM
MD
LG