Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარასკევს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი


პარასკევს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წინაშე ყოველწლიური მიმართვით გამოვიდა. მისი გამოსვლის ერთ-ერთი მთავარი თემა ჩეჩნეთი იყო. პუტინმა განაცხადა:[პუტინის ხმა]

პარასკევს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წინაშე ყოველწლიური მიმართვით გამოვიდა. მისი გამოსვლის ერთ-ერთი მთავარი თემა ჩეჩნეთი იყო. პუტინმა განაცხადა:[პუტინის ხმა]
"ცხადია, რომ დარჩენილი ბანდიტები მუქარის, მკვლელობებისა და ტერაქტების საშუალებით შეეცდებიან რესპუბლიკის მოსახლეობის დაშინებას, დინამიურად მიმდინარე პოლიტიკური პროცესის ჩაშლას. ჩვენ ვხედავთ, რომ ბანდიტების მიერ ჩადენილი ტერაქტები სულ უფრო ხშირად არის მიმართული სწორედ მშვიდობიანი მოსახლეობის, უბრალო ადამიანების წინააღმდეგ, მაგრამ ჩვენ აუცილებლად მივიყვანთ საქმეს ბოლომდე. ჩეჩნეთის მოსახლეობა ეღირსება ნორმალურ, ადამიანურ ცხოვრებას", - ეს გახლდათ ნაწყვეტი რუსეთის პრეზიდენტის სათათბიროს წინაშე ერთსაათიანი გამოსვლიდან, რომელშიც ის რუსეთის ეკონომიკურ მდგომარეობასაც შეეხო.
XS
SM
MD
LG