Accessibility links

კიდევ 8 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო


კიდევ 8 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 28 - დაავადდა დღეს, ჩინეთში,

კიდევ 8 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 28 - დაავადდა დღეს, ჩინეთში,
ატიპიური პნევმონიის შედეგად. ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ცნობით, დაავადებულთა საერთო რიცხვმა ჩინეთში 5200-ს გადააჭარბა, 282 - გარდაიცვალა. ჰონკონგში, რომელიც ცალკე აწარმოებს ატიპიური პნევმონიით დაავადების სტატისტიკას, განვლილი დღე-ღამის განმავლობაში კიდევ 5 ადამიანი გარდაიცვალა. სულ, იქ, 243 სასიკვდილო შემთხვევაა აღრიცხული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, პეკინსა და ჩინეთის ჩრდილოეთ პროვინციებშია ამ დაავადების მხრივ ყველაზე არასახარბიელო მდგომარეობა. სულ მსოფლიოში, ატიპიური პნევმონიით 7,000-ზე მეტი ადამიანი დაავადდა, 600-ზე მეტი - გარდაიცვალა.
XS
SM
MD
LG