Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

60-დე გაიზარდა დღეს ჩეჩნეთის სოფელ


60-დე გაიზარდა დღეს ჩეჩნეთის სოფელ ზნამენსკოეში ორშაბათს განხორციელებული ტერორისტული აქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი.

60-დე გაიზარდა დღეს ჩეჩნეთის სოფელ ზნამენსკოეში ორშაბათს განხორციელებული ტერორისტული აქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი.
დაბა მოზდოკის საავადმყოფოში 11 წლის ბიჭი გარდაიცვალა. როგორც ჩეჩნეთის ნადტერეჩნის რაიონული ადმინისტრაციის უფროსმა სულტან აჰმედხანოვმა განაცხადა, კიდევ 9 დაზარალებულის მდგომარეობა, ექიმების შეფასებით, კრიტიკულია. 12 მაისს ზნამენსკოეში, ადმინისტრაციულ შენობათა კომპლექსთან დანაღმული საბარგო ავტომანქანა აფეთქდა, რის შედეგად 230-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.
XS
SM
MD
LG