Accessibility links

logo-print

გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა დახურულ


გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა დახურულ სხდომაზე განიხილეს აშშ-ის მიერ წარდგენილი რეზოლუციის პროექტი,

გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა დახურულ სხდომაზე განიხილეს აშშ-ის მიერ წარდგენილი რეზოლუციის პროექტი,
რომელიც ერაყის წინააღმდეგ მოქმედი ეკონომიკური სანქციების გაუქმებას ითვალისწინებს. შეერთებული შტატები მოითხოვს, რომ უშიშროების საბჭოში მომავალ კვირაში მოეწყოს კენჭისყრა ამ რეზოლუციის თაობაზე, მაგრამ რუსეთს, ჩინეთსა და საფრანგეთს, რომლებიც, როგორც საბჭოს მუდმივი წევრები ვეტოს უფლებით სარგებლობენ, კენჭისყრამდე, ცვლილებების შეტანა სურთ რეზოლუციის პროექტში. სირიის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ფაიზალ მექდადმა დღეს განაცხადა, რომ "მრავალი" დელეგატია იმის მომხრე, რომ აღდგენით პროცესში, რასაც ახალი მთავრობის შექმნა უნდა მოჰყვეს ერაყში, გაეროს დაეკისროს წამყვანი როლი. ვაშინგტონმა ცვლილება შეიტანა ხსენებული რეზოლუციის პროექტში, რაც მეტ უფლებამოსილებას მიანიჭებს გაეროს ერაყის აღდგენის პროცესში.
XS
SM
MD
LG