Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სულ ცოტა 41 ადამიანი დაიღუპა


სულ ცოტა 41 ადამიანი დაიღუპა და ასზე მეტი დაიჭრა მაროკოს ქალაქ კასაბლანკაში მომხდარი თავდასხმის შედეგად. პარასკევს ღამით მოწყობილი აფეთქებების

სულ ცოტა 41 ადამიანი დაიღუპა და ასზე მეტი დაიჭრა მაროკოს ქალაქ კასაბლანკაში მომხდარი თავდასხმის შედეგად. პარასკევს ღამით მოწყობილი აფეთქებების
სამიზნე ებრაელთა კულტურული ცენტრი, ესპანური ფირმა, ფეშენებელური სასტუმრო და ბელგიის საკუნსულო იყო. დახოცილთა უმრავლესობა მაროკოელი მოქალაქეებია. იუწყებიან, რომ აფეთქებათა შედეგად რამდენიმე ევროპელი, მათ შორის 2 ესპანელი და 1 იტალიელიც დაიღუპა. ჯერჯერობით არავის არ აუღია თავის თავზე ამ თავდასხმისათვის პასუხისმგებლობა. მაროკოს ხელისუფლება ვარაუდობს, რომ იმათ შორის, ვინც დაიღუპა, 10 - თვითმკვლელი ტერორისტი იყო. ჩინეთმა, საფრანგეთმა და ესპანეთმა მძაფრად დაგმეს კასაბლანკაში მომხდარი ტერორისტული აქტი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ამ თავდასხმას ოსამა ბინ ლადენის ტერორისტული ორგანიზაციის "ალ-ყაიდის" "ხელწერა" აქვს. აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პოლ ვოლფოვიცმა ამ თავდასხმაში დადანაშაულა ტერორისტები, რომლებიც არაბულ სამყაროში პროგრესის დაბრკოლებას ცდილობენ.
XS
SM
MD
LG