Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინისა და ისრაელის პრემიერ-მინისტრების დანიშნულ


პალესტინისა და ისრაელის პრემიერ-მინისტრების დანიშნულ შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე, ქალაქ ჰებრონში,

პალესტინისა და ისრაელის პრემიერ-მინისტრების დანიშნულ შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე, ქალაქ ჰებრონში,
იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, შაბათს პალესტინელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი, რის შედეგად ერთი ებრაელი მოსახლე დაიღუპა, ხოლო მეორე დაიჭრა. ჯერჯერობით არავის არ აუღია თავის თავზე ამ თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა. ინციდენტი იმ დროს მოხდა, როცა ისრაელის პრემიერ-მინისტრი არიელ შარონი და მისი პალესტინელი კოლეგა მაჰმუდ აბასი იერუსალიმში შეხვედრისთვის ემზადებოდნენ "გზამკვლევის" სახელით ცნობილი სამშვიდობო გეგმის განსახილველად, რომელიც ერთობლივად შეიმუშავეს აშშ-მა, გაერომ, ევროკავშირმა და რუსეთმა.
XS
SM
MD
LG