Accessibility links

მსოფლიოს რვა მაღალგანვითარებული ქვეყნის ფინანსთა


მსოფლიოს რვა მაღალგანვითარებული ქვეყნის ფინანსთა მინისტრებმა, საგანგებო შეხვედრაზე შაბათს, საფრანგეთის ქალაქ დოვილში დაადგინეს,

მსოფლიოს რვა მაღალგანვითარებული ქვეყნის ფინანსთა მინისტრებმა, საგანგებო შეხვედრაზე შაბათს, საფრანგეთის ქალაქ დოვილში დაადგინეს,
რომ 2005 წლამდე ერაყი ვერ შესძლებს საგარეო დავალიანების დაფარვას. ამის შესახებ შეერთებული შტატების საფინანსო უწყების ხელმძღვანელმა ჯონ სნოუმ აცნობა ჟურნალისტებს. ეს მუხლი ჩართული დასკვნით კომუნიკეში, რომელიც მინისტრებმა მიიღეს დოვილში საგანგებო შეხვედრის დამთავრებისას. დოკუმენტში გამოთქმულია თხოვნა საერთაშორისო სავალუტო ფონდისადმი - განსაზღვროს მოცულობა ერაყის დავალიანებისა იმ ქვეყნებისადმი, რომლებიც კრედიტორი-ქვეყნების პარიზის კლუბში არ შედიან. ჯონ სნოუმ 8 განვითარებული ქვეყნის ლიდერებს მოუწოდა - უფრო აქტიურად მოიძიონ დასავლეთის ბანკებში სადამ ჰუსეინის რეჟიმის ანაბრები.
XS
SM
MD
LG