Accessibility links

სლოვაკეთში ამომრჩევლების დიდი უმრავლესობა მიემხრო


სლოვაკეთში ამომრჩევლების დიდი უმრავლესობა მიემხრო ამ ქვეყნის გაწევრიანებას ევროკავშირში.

სლოვაკეთში ამომრჩევლების დიდი უმრავლესობა მიემხრო ამ ქვეყნის გაწევრიანებას ევროკავშირში.
შაბათ-კვირას გამართული რეფერენდუმის ამ შედეგის შესახებ სლოვაკეთის საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა. კომისიის ინფორმაციით, კენჭისყრაში მონაწილეობდა ელექტორატის 52 პროცენტი და მისმა 92-მა პროცენტმა მხარი დაუჭირა 2004 წლის მაისში ევროკავშირში გაწევრიანებას. ბრიუსელში ევროკომისიის პრეს-მდივანმა ელიზაბეტ ვერნერმა ამ შედეგით კმაყოფილება გამოთქვა: [ვერნერის ხმა]"კომისიას სჯერა, რომ სლოვაკეთი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ევროპის ინტეგრაციის პროექტის განვითარებაში. ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ სლოვაკეთი ისარგებლებს ამ წევრობასთან დაკავშირებული შესაძლებლობებით, რათა ხელი შეუწყოს პოლიტიკურ სტაბილურობას, სამართლიანობას, კანონის უზენაესობას და ეკონომიკურ განვითარებას". რეფერენდუმები ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მანამდე წარმატებით ჩატარდა უნგრეთში, სლოვენიაში, მალტასა და ლიტვაში. მომავალ თვეში კენჭისყრები ჩეხეთსა და პოლონეთში უნდა გაიმართოს.
XS
SM
MD
LG