Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპ იოანე პავლე მეორეს


რომის პაპ იოანე პავლე მეორეს დღეს 83 წელი შეუსრულდა.

რომის პაპ იოანე პავლე მეორეს დღეს 83 წელი შეუსრულდა.
რომში, წმინდა პეტრეს მოედანზე, სადაც პაპმა ღვთისმსახურება ჩაატარა, მას დაბადების დღე ლათინურად მიულოცა ერთ-ერთმა უახლოესმა მრჩეველმა, კარდინალმა იოზეფ რაცინგერმა, რასაც ღვთისმსახურებაზე დასასწრებად შეკრებილების - ათასობით ადამიანის, მათ შორის პაპის მრავალი თანამემამულე პოლონელის ტაში მოჰყვა. იოანე პავლე მეორემ წმინდანებად შერაცხა ორი პოლონელი და ორი იტალიელი, ოთხივე - საეკლესიო ორდენების დამაარსებელი. შაბათს კი ვატიკანის უმაღლესი რანგის წარმომადგენელმა აღიარა ის, რასაც უკვე მრავალი მიმომხილველი ეჭვობდა: რომ იოანე პავლე მეორე პარკინსონით არის დაავადებული. აქამდე ვატიკანს არასოდეს დაუსახელებია იმის მიზეზი, რომ პაპს ხელები უკანკალებს და ლაპარაკი უჭირს, რაც პარკინსონის დაავადების ტიპიური სიმპტომებია.
XS
SM
MD
LG