Accessibility links

logo-print

ავღანეთში ეთნიკური უზბეკი საველე მეთაურის


ავღანეთში ეთნიკური უზბეკი საველე მეთაურის, აბდულ რაშიდ დოსტუმის მეომრებმა სამდღიანი ბრძოლების შედეგად დაიპყრეს სოფელი გოსფანდი.

ავღანეთში ეთნიკური უზბეკი საველე მეთაურის, აბდულ რაშიდ დოსტუმის მეომრებმა სამდღიანი ბრძოლების შედეგად დაიპყრეს სოფელი გოსფანდი.
მოწინააღმდეგე საველე მეთაურის, ეთნიკური ტაჯიკი ატა მოჰამედის პრეს-მდივნის განცხადებით, დოსტუმის მეომრებმა სოფელი, რომელიც ჩრდილოეთ ავღანეთში მდებარეობს, წუხელ აიღეს. მანამდე სოფელს ატა მოჰამედის ერთგული მეომრები აკონტროლებდნენ, რომელთაგან 6 დაიღუპა და 15 დაიჭრა. დოსტუმი ავღანეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილეა, ხოლო მოჰამედი თავდაცვის მინისტრის მოკავშირე. მაგრამ ამ ორი საველე მეთაურის მეომრებს შორის შეტაკებები უკვე რამდენიმეჯერ გაიმართა.
XS
SM
MD
LG