Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა გააუქმა აშშ-ის პრეზიდენტთან


ისრაელის პრემიერ-მინისტრმა გააუქმა აშშ-ის პრეზიდენტთან საკვანძო მნიშვნელობის შეხვედრა მას შემდეგ, რაც ორმა აფეთქებამ იერუსალიმში სულ ცოტა 7 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა გააუქმა აშშ-ის პრეზიდენტთან საკვანძო მნიშვნელობის შეხვედრა მას შემდეგ, რაც ორმა აფეთქებამ იერუსალიმში სულ ცოტა 7 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
ეს აფეთქებები თვითმკვლელმა მოიერიშეებმა მოაწყეს სულ რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა წუხელ პალესტინელთა პრემიერ-მინისტრ მაჰმუდ აბასთან პირველ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ისრაელის მთავრობას არ მოსწონს ახლო აღმოსავლეთის უახლესი სამშვიდობო გეგმის, ანუ ე.წ. "გზამკვლევის" ზოგი ასპექტი. როგორც შარონის მრჩეველმა და გაეროში ისრაელის ყოფილმა ელჩმა, დორე გოლდმა ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანია BBC-ის განუმარტა, შარონი ფიქრობს, რომ შეუძლებელია გეგმის ამჟამინდელი ფორმით განხორციელება. ამასობაში, პალესტინელების შრომის მინისტრმა ღასან ალ-ხათიბმა გამოთქვა ვარაუდი, რომ დღევანდელი თავდასხმები არის საპასუხო ნაბიჯი, რომელიც შარონისა და აბასის წუხანდელ შეხვედრას მოჰყვა. შარონი სამშაბათს ვაშინგტონში უნდა შეხვედროდა პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს.
XS
SM
MD
LG