Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაროკოს რამდენიმე ქალაქში მოეწყო რეიდები


მაროკოს რამდენიმე ქალაქში მოეწყო რეიდები კასაბლანკაში პარასკევის აფეთქებებთან კავშირში ეჭვმიტანილების შესაპყრობად

მაროკოს რამდენიმე ქალაქში მოეწყო რეიდები კასაბლანკაში პარასკევის აფეთქებებთან კავშირში ეჭვმიტანილების შესაპყრობად
შინაგან საქმეთა მინისტრმა მოსტაფა საჰელმა "სწრაფი წინსვლა" დაავალა გამომძიებლებს, რომელთა ინფორმაციით, თვითმკვლელი მოიერიშეების თავდასხმებში მონაწილეობდა 14 კაცი, რომლებიც ხუთ გუნდად იყვნენ დაყოფილი ისე, რომ ყველას თავისი სამიზნე ჰქონდა. თავდასხმებთან კავშირში ეჭვმიტანით მაროკოში 30-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. არ დაუზუსტებიათ დაკავებულთა ვინაობა, ან მათი სავარაუდო კავშირი აფეთქებებთან, რომელთა შედეგად 41 ადამიანი, მათ შორის 13 მოიერიშე დაიღუპა. კვირას მაროკოს მეფე მუჰამედმა აფეთქებების ხუთი ადგილიდან სამი მოინახულა. აფეთქებების პასუხისმგებლობა არავის უკისრია, მაგრამ მთავრობას ეჭვი მიაქვს რადიკალურ ისლამურ დაჯგუფებებზე, რომლებიც ტერორისტული ორგანიზაცია "ალ-ყაიდას" თანაუგრძნობენ.
XS
SM
MD
LG