Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ედუარდ შევარდნაძემ ხელი მოაწერა განკარგულებას


ედუარდ შევარდნაძემ ხელი მოაწერა განკარგულებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი 14 პატიმრის შეწყალების შესახებ.

ედუარდ შევარდნაძემ ხელი მოაწერა განკარგულებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი 14 პატიმრის შეწყალების შესახებ.
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რუსუდან ბერიძის განცხადებით, მსჯავრდებულები მონაწილეობდნენ აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის კონფლიქტებში. ბერიძის თქმით, კიდევ 236 მსჯავრდებულს სასჯელი გაუნახევრეს. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს პრეზიდენტმა თითოეული საქმე შეისწავლა და დანაშაულის სიმძიმის, მსჯავრდებულის საოჯახო მდგომარეობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით მიიღო თითოეული გადაწყვეტილება.
XS
SM
MD
LG