Accessibility links

logo-print

ერაყის დედაქალაქში, ბაღდადში შიიტმა მაჰმადიანებმა


ერაყის დედაქალაქში, ბაღდადში შიიტმა მაჰმადიანებმა მოაწყვეს მშვიდობიანი საპროტესტო მსვლელობა, რომელიც მიმართული იყო აშშ-ის ოკუპაციის და

ერაყის დედაქალაქში, ბაღდადში შიიტმა მაჰმადიანებმა მოაწყვეს მშვიდობიანი საპროტესტო მსვლელობა, რომელიც მიმართული იყო აშშ-ის ოკუპაციის და
აშშ-ის გეგმის წინააღმდეგ, შექმნას გარდამავალი ხელისუფლება ამ ქვეყანაში. მსვლელობის მონაწილეები მოჰამედის დაბადების დღის აღსანიშნავად შეიკრიბნენ. ისინი ამ დღეს სუნიტების შემდეგ, ერთი კვირით გვიან აღნიშნავენ. მსვლელობის ორგანიზატორმა რაშიდ ჰადმანმა აღნიშნა, რომ სუნიტების მეჩეთთან შევხედრის მოწყობა სიმბოლური ხასიათისაა, რაც სუნიტების და შიიტების ერთიანობას გამოხატავს. შეკრებილები სკანდირებდნენ, მღერდნენ და აფრიელებდენენ პალაკატებს საპროტესტო ლოზუგებით. ამერიკელი ჯარისკაცები შეხვედრას მეთვალყურეობდნენ მაგრამ მასში არ ჩარეულან. ერაყში აშშ-ის მიერ დანიშნულმა სამოქალაქო გამგებელმა პოლ ბრემერმა გუშინ თქვა, რომ ის აპირებს ერაყის სახელმწიფო ასამბლეის და გარდამავალი მთავრობის რაც შეიძლება მალე ჩამოყალიბებას.
XS
SM
MD
LG