Accessibility links

ისრაელის მთავრობის ცნობით, ჩრდილოეთში მდებარე


ისრაელის მთავრობის ცნობით, ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ აფულაში, სავაჭრო ცენტრში თვითმკვლელმა ქალმა თავი აიფეთქა და სულ მცირე, სამი ადამიანი შეიწირა,

ისრაელის მთავრობის ცნობით, ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ აფულაში, სავაჭრო ცენტრში თვითმკვლელმა ქალმა თავი აიფეთქა და სულ მცირე, სამი ადამიანი შეიწირა,
40 დაშავდა. ეს არის მეხუთე ასეთი აქტი 48 საათის განმავლობაში. უფრო ადრე, დღესვე, ასევე თვითმკვლელმა, ბომბი ააფეთქა ისრაელის ჯარის საგუშაგოსთან და სამი ჯარისკაცი დაჭრა. პალესტინელთა თვითმმართველობამ აქტები დაგმო. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხად, რომ მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, გაატაროს სამშვიდობო გეგმა უკანასკნელი ძალადობის ჯიბრზე. ევროპის კავშირის ქვეყნების თავდაცვის მინიმტრებმა ბრიუსელში განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც ისინი გმობენ ისრაელის საწინააღმდეგო აქტს და მოუწოდებენ ამ ქვეყანას თვითონ იკისროს სამშვიდობო გეგმის გატარება, რაც შეიძლება მალე. ისრაელის მთავრობის წარმომადგენელმა რაანან გისინმა ეჭვქვეშ დააყენა ისრაელის და პალესტინელების კონფლიქტის მოგვარებს "საგზაო რუკად" წოდებული გეგმა და თქვა, რომ სამწუხაროდ, არ გვაქვს სამშვიდობო რუკა, მაგრამ გვაქვს სისხლის ღვრა და ტერორიო. აფულას ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა ჯიჰადმა" იკისრა.
XS
SM
MD
LG