Accessibility links

logo-print

საუდის არაბეთის ხელისუფლება იტყობინება, რომ


საუდის არაბეთის ხელისუფლება იტყობინება, რომ დააპატიმრა სამი პირი, რომლებიც, როგორც ვარაუდობენ, თვითმფრინავის გატაცებას და ტერაქტის მოწყობას გეგმავდნენ.

საუდის არაბეთის ხელისუფლება იტყობინება, რომ დააპატიმრა სამი პირი, რომლებიც, როგორც ვარაუდობენ, თვითმფრინავის გატაცებას და ტერაქტის მოწყობას გეგმავდნენ.
ვარაუდობენ, რომ სამივე "ალ-ყაიდის" წევრია. დღეს დიდი ბრიტანეთის ელჩმა საუდის არაბეთში, დერეკ პლამბლაიმ განაცხადა, რომ საუდის არაბეთში გაცილებით უფრო სერიოზულია ტერაქტის საფრთხე, ვიდრე აქამდე იყო ნავარაუდევი. ეს განცხადება მან გააკეთა ბი-ბი-სი-სთვის მიცემულ ინტერვიუში, მაგრამ დეტალები არ დაუსახელებია. საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადში დაიკეტა დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და შეერთებული შტატების საელჩოები მას მერე, რაც გასულ კვირაში ტერაქტების სერიას 34 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ვარაუდობენ, რომ თავდასხმის ორგანიზატორი იყო "ალ ყაიდა", თუმცა საუდის არაბეთის ხელისუფლებას ჯერ არ მოეპოვება ამის დამამტკიცებელი საბუთები. შეერთებულმა შტატებმა საუდის არაბეთსა და მაროკოში ახლახან მომხდარ ტერაქტებთან დაკავშირებით გამოაცხადა, რომ გაიზარდა ტერორისტული თავდასხმების საფრთხე თავად შეერთებულ შტატებში და მის ფარგლებს გარეთ.
XS
SM
MD
LG