Accessibility links

logo-print

ძლიერმა მიწისძვრამ ალჟირში 1000-ზე მეტი


ძლიერმა მიწისძვრამ ალჟირში 1000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. დაიჭრა თითქმის 7 000 ადამიანი.

ძლიერმა მიწისძვრამ ალჟირში 1000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. დაიჭრა თითქმის 7 000 ადამიანი.
მიწისძვრამ, რომელმაც რიხტერის სკალაზე 6,8 მიაღწია, ოთხშაბათს ღამით შეარყია დედაქალაქ ალჟირის აღმოსავლეთით, დაახლოებით 50 კილომეტრში მდებარე რეგიონი. დაინგრა შენობები ქალაქებში - ბურმერდესში, რუიბასა და რეღაიაში. ვარაუდობენ, რომ ნანგრევებიდან ჯერ ყველა არ ამოუყვანიათ. გაერომ და ევროპის ქვეყნებმა ალჟირში მაშველები და დახმარება გააგზავნეს.
XS
SM
MD
LG