Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭომ მხარი დაუჭირა


გაეროს უშიშროების საბჭომ მხარი დაუჭირა ერაყის წინააღმდეგ მიმართული ყველა არასამხედრო სანქციის გაუქმებას და ქვეყნის მართვას ადმინისტრაციის მიერ, რომელსაც ვაშინგტონი უძღვება.

გაეროს უშიშროების საბჭომ მხარი დაუჭირა ერაყის წინააღმდეგ მიმართული ყველა არასამხედრო სანქციის გაუქმებას და ქვეყნის მართვას ადმინისტრაციის მიერ, რომელსაც ვაშინგტონი უძღვება.
ხუთშაბათს გამართულ კენჭისყრაზე უშიშროების საბჭოს წევრი 14 ქვეყანა მიემხრო ერაყის წინააღმდეგ 13 წლის წინ, სადამ ჰუსეინის ქუვეითში შეჭრის შემდეგ შემოღებული ეკონომიკური სანქციების გაუქმებას. უშიშროების საბჭოს მე-15 წევრი, სირია, რომელიც რეზოლუციას აკრიტიკებს, სხდომას არ დასწრებია. დღევანდელი გადაწყვეტილება გზას უხსნის ერაყის მმართველი დასავლური ადმინისტრაციის მიერ ერაყის ნავთობის ექსპორტს და მას ავალებს ექსპორტის შემოსავლით ერაყის რეკონსტრუქციისა და ერაყელების მომარაგების დაფინანსებას. შემოსავალი ჩაირიცხება ერაყის განვითარების ფონდში, რომლის მეთვალყურეობა მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოს დაევალება. გაეროში აშშ-ის ელჩის, ჯონ ნეგროპონტეს განცხადებით, დროა, ერაყელმა ხალხმა ისარგებლოს თავისი რესურსებით: [ნეგროპონტეს ხმა] "სანქციების გაუქმება ერაყის ხალხისათვის დიდი მოვლენაა. ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც მოასწავებს ნათელ მომავალს ხალხისა და რეგიონისათვის".
XS
SM
MD
LG