Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის პრემიერმა არიელ შარონმა გამოაცხადა


ისრაელის პრემიერმა არიელ შარონმა გამოაცხადა, რომ მზად არის ისრაელის და პალესტინელთა მორიგების გეგმის,

ისრაელის პრემიერმა არიელ შარონმა გამოაცხადა, რომ მზად არის ისრაელის და პალესტინელთა მორიგების გეგმის,
ეგრეთწოდებული "საგზაო რუკის" აღიარებისთვის. ამ განცხადებას მიესალმა აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში, რომელმაც თქვა, რომ ეს არის ახლო აღმოსავლეთის სმამშვიდობო პროცესში წინსვლა. ბუშმა განაცხადა, რომ დაგეგმავს შარონთან ად პალესტინელთა პრემიერთან აბასთან შეხვედრას. უფრო ადრე აშშ-მა გამოაცხადა, რომ აპირებს ისრაელის და პალესტინელების მორიგების სამშვიდობო გეგმის თაობაზე ისრაელის შეშფოთებებს ყურადღება მიაქციოს. მაგრამ სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა პარიზში განაცხადა, რომ ვაშინგტონი არ არის მოვალე შეცვალოს ეს გეგმა ისრაელის დასაკმაყოფილებლად. პალესტინელები მთლიანად აღიარებენ ამ გეგმას, რომელიც მათთვის 2005 წელს სახელმწიფოს შექმნის უფლების მიცემას ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG