Accessibility links

logo-print

ერაყში აშშ-ის სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა


ერაყში აშშ-ის სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პოლ ბრემერმა დღეს გააუქმა ჰუსეინის რეჟიმის არაერთი სამინისტრო

ერაყში აშშ-ის სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პოლ ბრემერმა დღეს გააუქმა ჰუსეინის რეჟიმის არაერთი სამინისტრო
და უწყება და დაშალა არმია. სხვათა შორის, გაუქმდა თავდაცვის და ინფორმაციის სამინისტროები, სამხედრო და უშიშროების სასამართლოები, ასევე რესპუბლიკური გვარდია, ისევე, როგორც ოლიმპიური კომიტეტი. ეს ნიშნავს, რომ 400 ათასზე მეტი ადამიანი, უმეტესად სამხედრო პირები დაკარგავს სამუშაოს.
გასულ კვირაში ბრემერმა ოფიციალურად მართველი ბაათის პარტია გააუქმა. აშშ-ის არმიის სამეთაურო ცენტრის თანახმად, ერაყისა და სირიის საზღვარზე მიაგნეს ოქროს ზოდებს, რომელთა ფასი ნახევარ მილიარდ დოლარს უდრის.
შშ-ის არმიის წარმომადგენელმა გენერალ- ლეიტენანტმა დევიდ მაკკირნენმა თქვა, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით ერაყში ვითარება სულ უფრო უმჯობესდება. გასაკეთებელი კვლავ არის, თქვა მაკკირნენმა, უნდა აიკრძალოს კონონით მძიმე და ბირთვული იარაღის ქონა. მცირე იარაღის ქონაზე კი უფლება უნდა შემოიღონ. ამგვარი კანონების ამოქმედება მოხდება, როცა ერაყელებს გაუვათ იარაღის ნებაყოფლობით ჩაბარების ვადა. შშ-ის არმიამ ერაყელებს მოუწოდა განმეორებით მიაწოდონ მას ინფორმაცია მასობრივი განადგურების იარაღის შესახებ. ერაყის თაობაზე გუშინ მიღებული რეზოლუცია ერაყში საქონლის შეტანას გზას გაუხნის. გაეროს თანახმად, მილიარდი დოლარის ჰუმანიტარული ტვირთი დაიძრება ერაყში 3 ივნისს.
XS
SM
MD
LG